Jump to content

მოგესალმებით! იმისათვის რომ ისარგებლოთ ფორუმის ყველა კატეგორიით და თუ გსურთ რომ გახდეთ სრულ უფლებიანი წევრი ფორუმის გაიარეთ რეგისტრაცია რადგან რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ გექნებათ უფლება დაამატოთ სტატია, გამოეხმაუროთ რომელიმე სტატიას, თუ ეცდებით რომ სიახლე დაამატოთ სტუმრის სტატუსით დამატებული ყველა სტატია გაუფრთხილებლად წაიშლება 

Recommended Posts

I. მომხმარებლის რეგისტრაცია

 

  • თუ თქვენ გადაწყვიტეთ დარეგისტრირდეთ მეთევზეთა ფორუმზე „SAMP.GE“, ამით ავტომატურად ადასტურებთ, რომ ეთანხმებით უკლებლივ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ წესს.
  • ფორუმზე წარმატებული რეგისტრაციისთვის აუცილებელია წარმოადგინოთ თქვენი მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი. აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობა გარანტირებულია.
  • მომხმარებლის მეტსახელის (nickname) არჩევანი თქვენი პირადი ნებაა. ადმინისტრაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს სანქციებს თქვენი ფორუმული მეტსახელის მიმართ, თუ მისი შინაარსი ეწინაამდეგება საზოგადოებაში მიღებულ ეთიკურ ნორმებს ან შეურაცმყოფელია ფორუმის სხვა მომხმარებლებისთვის. ასევე იკრძალება ისეთი მეტსახელის რეგისტრაცია, რომელიც იმდენად ჰგავს უკვე არსებულ მეტსახელებს, რომ შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს ფორუმის სხვა მომხმარებელი.
  • აკრძალულია ერთი მომხმარებლის მიერ რამდენიმე ფორუმული პროფილის შექმნა, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზანს ემსახურება ეს ქმედება. აღნიშნული დარღვევა მიეკუთვნება კატეგორიას „მძიმე“ და შედეგად მოყვება ფორუმის ადმინისტრატორის მიერ ყველა თქვენი პროფილის გაუქმება.
  • თუ თქვენ დიდი ხნის განმავლობაში არ შეხვალთ ფორუმზე, ადმინისტრაციამ შესაძლოა განიხილოს საკითხი თქვენი პროფილის გაუქმების შესახებ.

 

II. ფორუმზე წესრიგის შენარჩუნება

 

  • ფორუმზე მომხმარებელთა ურთიერთობა აგებულია საზოგადოებაში მიღებული მორალისა და ქსელური ეტიკეტის პრინციპებზე.
  • მკაცრად აკრძალულია უცენზურო სიტყვების, გინების, შეურაცმყოფელი გამონათქვამების გამოყენება, მიუხედავად იმისა, თუ ვისი მისამართით იქნება ისინი გამოყენებული. მათ შორის აკრძალულია უხამს სიტყვებში ასოების შეცვლა სხვა სიმბოლოებით და ამ სახით მათი გამოქვეყნება.
  • მომხმარებელთა შორის ყველა უთანხმოება უნდა წარიმართოს პირადი მიმოწერის რეჟიმში.ის მომხმარებელი, რომელიც ვერ უწევს კონტროლს საკუთარ სიტყვებს და ემოციებს და ღიად მიაყენებს შეურაცყოფას სხვა მომხმარებელს, დაუყონებლივ იქნება გაძევებული ფორუმიდან გაფრთხილების გარეშე. 
  • კატეგორიულად აკრძალულია ნებისმიერი რეკლამა, მათ შორის ინტერნეტ–პროექტების რეკლამირება. ყველა სარეკლამო განცხადება წინასწან შეთანხმებული უნდა იყოს ფორუმის ადმინისტრაციასთან.
  • თქვენი ხელმოწერა ფორუმზე არ უნდა აღემატებოდეს 2 სტროფს. ისიც იმავე მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, როგორც სხვა პოსტები ფორუმზე.

 

III. პოსტების პუბლიკაცია

 

  • თუ გადაწყვიტეთ ახალი თემის გახსნა, გაითვალისწინეთ, რომ მისი სახელი იყოს მაქსიმალურად ინფორმატიული და მკაფიოდ ასახავდეს განსახილველი თემატიკის არსს.
  • ახალი თემის გახსნის წინ ჯერ დარწმუნდით, რომ ათავსებთ მას სათანადო განყოფილებაში. ასევე შეამოწმეთ, ხომ არ განხილულა აღნიშნული საკითხი ადრეც.
  • აკრძალულია ერთიდაიგივე თემების გახსნა სხვადასხვა განყოფილებებში.
  • პოსტების წერისას შეეცადეთ არ დაუშვათ გრამატიკული შეცდომები – ეს ნეგატიურად აისახება თქვენს რეპურაციაზე.
  • ასევე იკრძალება სერვერების რეკლამირება წესების დარღვევით (მოიაზრება სპამინგი)

 

IV. ფოტოსურათების ატვირთვა ფორუმზე 

 

  • ფორუმის ყველა მომხმარებელს უფლება აქვს ატვირთოს ფოტოსურათები შეუზღუდავი რაოდენობით, როგორც საკუთარი, ისე ინტერნეტის ღია წყაროებიდან მოპოვებული.
  • თუ მომხმარებელი ხშირად აქვეყნებს ფორუმის საერთო თემებთან შეუსაბამო ფოტომასალას, მას ამისათავის მიეცემა გაფრთხილება.
  • ის ფოტოსურათები, სადაც მეთევზე აღბეჭდილია თავისი ნადავლით (თუნდაც საკუთარ სახლში), უნდა შეესაბამებოდეს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეთიკას – ანუ აკრძალულია ისეთი ფოტომასალის გამოქვეყნება, სადაც აღბეჭდილია უხეში და დაუდევარი მოპყრობა საკუთარ ნადავლთან (თევზის ლაყუჩებით დაჭერა, სისხლიანი ნადავლი, მასხარაობა ნადავლთან და ა.შ.). ამ წესის დარღვევისთვის მეთევზეს მიეცემა გაფრთხილება და მისი ატვირთული ფოტომასალა წაიშლება. ხოლო განმეორებითი დარღვევისთვის იგი დათხოვილი იქნება ფორუმიდან. 

 

V. ადმინისტრაციისა და მომხმარებელთა ურთიერთობა
 

  • ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს ცვლილებები შეიტანოს ფორუმის წესებში და ამის შესახებ აცნობოს ყველა მომხმარებელს. ყველა ცვლილება და ინოვაცია ფორუმზე ხორციელდება მომხმარებლთა მითითებების გათვალისწინებით და ემსახურება მომხმარებელთა ინტერესებს.

 

Share this post


Link to post
Share on other sites
სტუმარი
ეს პოსტი დახურული არის და ვერ დატოვებთ გამოხმაურებას.
Sign in to follow this  

ფორუმის არსებობის დრო


ჩართვის თარიღი: January 30, 2020 18:53:51
×
×
  • Create New...